თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ ნუ მოხდება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების საკითხის განხილვა - ეს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დარღვევაა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მმართველი გუნდის წევრებს მოუწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების საკითხის განხილვა გააუქმონ.

როგორც მან პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების საკითხის განხილვა კონსტიტუციის დარღვევაა.

„პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, რომ მის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისთვის წარმოდგენილი ორი კანდიდატურის განხილვა არ სურს. ვხედავთ, სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებენ ერთობლივად იმისთვის, რომ მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს. რეალურად, როგორც თავად პრეზიდენტმაც აღნიშნა, მისთვის ბუნდოვანია ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი დღეს ერთი ადამიანის ინტერესებს ემსახურება თუ ქართველი ხალხის ინტერესებს. ჩვენთვის ცხადზე ცხადია, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ემსახურება ერთი ადამიანის ინტერესებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავგამოდებით იცავს რუს ჯაშუშს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულს იმიტომ, რომ თავად იცის, სანქციების შემდეგი სამიზნე არის ის. ამიტომ პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ ნუ მოხდება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების საკითხის განხილვა. ეს არ არის კონსტიტუციასთან შესაბამისი, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დარღვევა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განცხადებას პლენარულ სხდომაზევე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„რაც შეეხება თავად ამ განცხადებას გაწვევასთან თუ არ წარმოდგენასთან დაკავშირებით, ასეთი პროცედურა არ არსებობს, მათ შორის კომიტეტზეც იქნა ეს განმარტებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოკუჩავას განცხადებას უმრავლესობის მხრიდან შეძახილები მოჰყვა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო