„რუსთავის წყალი“, ხვალ, მშვიდობის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 22 სექტემბერს კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავში, სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, მშვიდობის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას „რუსთავის წყალი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია აღნიშნულ ქუჩაზე, 35 მეტრი სიგრძის წყალსადენის მოძველებულ ქსელს ახლით შეცვლის. მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, გაგარინისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე, ასევე ხრამის სათავე ნაგებობის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება.

„რთული ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას, აუცილებელია, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 22 სექტემბერს, დღის 14:00 საათიდან, 24 სექტემბრის ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქ. გარდაბანსა და სოფელ მთისძირს, მარის არხისა და ჭყონდიდელის დასახლებებს, კრწანისის საწვრთნელ ბაზასა და მე-5, მე-6, მე-12, მე-16 და მე-17 საპყრობილეებს. ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, პუშკინის, ტაბიძის, ახვლედიანის, გუდიაშვილის, გაგარინის, ბალანჩივაძის, მაიაკოვსკის, გრძელიძის, სარაჯიშვილის, ნიკოლაძის, მშვიდობის, ჭავჭავაძისა და გონაშვილის ქუჩებს. წულიკიძის, ქუჩიშვილის, ლესელიძის, შიო არაგვისპირელის, ტურგენევის, დავით გარეჯის, რუსთაველის, კონსტიტუციის, 9 მაისის, ქაშაკაშვილის, ოსტროვსკის, ბარათაშვილის, არაყიშვილი, დოლიძის, ჩოხელის ქუჩებს ჩიხებითა და გასასვლელებით. ბათუმისა და ასლანიკაშვილის ქუჩების ნაწილს, რუსთაველის ნაწილს (#9-დან 46-ის ჩათვლით, ლეონიძის N2,4,6, მე-11, მე-12, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრო რაიონებს.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქ რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი