გიორგი ვაშაძე - ფარცხალაძე იმყოფება საქართველოში, რატომ არ აკავებენ რუს ჯაშუშს? - ის უნდა დააკავონ და ეროვნული ბანკის ბრძანება დაუყოვნებლივ გაუქმდეს

ფარცხალაძე იმყოფება საქართველოში, რატომ არ აკავებენ რუს ჯაშუშს? - ფარცხალაძე უნდა დააკავონ და ეროვნული ბანკის ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ ნახა, „ქართული ოცნება“ როგორ იცავდა ჯაშუშს.

„მათ მოუწიათ უკან დახევა და ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტეს, მაგრამ ვსვამ მთავარ კითხვას - რუსეთის მოქალაქე ხომ არის უკვე ფარცხალაძე, რატომ არ არის დაკავებული? გუშინ უტყუარად დადასტურდა საჯარო რეესტრის ამონაწერებით, ჟურნალისტებზე თავდასხმით, რომ ფარცხალაძე იმყოფება საქართველოში, შესაბამისად, ჩვენი კითხვა არის ის, რატომ არ ხდება ფარცხალაძის დაუყოვნებლივი დაკავება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში?

სუს-ი და ყველა სამართალდამცავი ორგანო, რომელიც არ აკავებს რუს ჯაშუშ ფარცხალაძეს, საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენს. კითხვას ვუსვამ „ქართულ ოცნებას“, სუს-საც და ყველა უწყებას, რატომ არ ახდენთ ფარცხალაძის დაკავებას?

ორი მთავარი საკითხი, რაც ახლა გვაქვს - უნდა მოხდეს ფარცხალაძის დაკავება და ეროვნული ბანკის ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს. ჩვენთვის მთავარია, საზოგადოებას პასუხი გასცეს ოცნებამ, თუ რატომ არ ხდება ფარცხალაძის დაკავება, ამიტომ კითხვას უნდა გასცეს ყველა უწყებამ პასუხი, კაცი არის მხილებული ჯაშუშურ საქმიანობაში, ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს.“ - განაცხადა ვაშაძემ

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა