ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების არჩევის გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ - საბჭოს მუშაობას საფრთხე აღარ შეექმნება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ აირჩიეს უმრავლესობის წევრებმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ, პრეზიდენტმა კანდიდატებს კანდიდატურების გაწვევაც სთხოვა, თუმცა ეროვნულ ბანკში საკითხი ამოწურულია და მის ფუნქციონირებას საფრთხე აღარ შეეხება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საბჭოს ორივე წევრის არჩევასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების განმარტება ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად შემოგვთავაზეს - ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ჯერ მოუწოდებდნენ პრეზიდენტს გაეწვია კანდიდატები, რისი უფლებაც მას აღარ ჰქონდა, თორემ ალბათ გაიწვევდა, შემდეგ დილით კომიტეტზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გამოხატა ზოგადი პოზიცია, რომ უმჯობესი იყო მოგვიანებით განხილულიყო ეს საკითხი. აქ გამოჩნდა რომ ვიღაცის, რადიკალურ ოპოზიციას თავისი სალომე ზურაბიშვილით ვგულისხმობ, ინტერესებში იყო კიდევ ერთხელ კონკრეტული კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟი. ამ შემთხვევაში, მათი გათვლა რა არის - წლის ბოლოსთვის, ნოემბრის ბოლოსთვის საბჭოში გვრჩებოდა სამი წევრი. ასეთ დროს ინსტიტუტი ვეღარ გააგრძელებდა ეფექტიან საქმიანობას. როცა ასე ღიად მიდიხარ კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟზე, ჩანს, რა არის მათი მიზანი. პირდაპირ ცდილობენ ყველაფერი და ყველა გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და კიდევ ერთხელ მოხდა ამ ალიანსის ლუსტრაცია. ალიანსის, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენი ინფორმაციით, გუშინ კანდიდატები დაიბარეს და განცხადების დაწერა მოსთხოვეს, უართან დაკავშირებით. ამაზე მეტი საბოტაჟი და ზეწოლა რა შეიძლება იყოს?! ეს არის სწორედ უღირსი საქციელი. ერთ-ერთ კანდიდატს აქვს მოყოლილი ეს ამბავი და ამასთან დაკავშირებით მე მომაწოდეს ინფორმაცია. ეს არის უკიდურესად უღირსი ქმედება, როდესაც საკუთარ წარმოდგენილ კანდიდატებზე ამბობ უარს ერთადერთი მიზეზის, ეროვნული ბანკის საბოტაჟის გამო. ეროვნული ბანკი უნდა გამხდარიყო არაქმედითუნარიანი, ხელის გულზე დევს ეს ყველაფერი. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება დახვიდე სალომე სამადაშვილამდე.

კიდევ ერთი რამ მინდა გავიხსენო, გახსოვთ უწყინარი ცვლილება შევიტანეთ და შემოვიტანეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. გახსოვთ, რამხელა ამბავი ატეხეს ამასთან დაკავშირებით. გვქონდა ინფორმაცია ვიცე-პრეზიდენტებთან დაკავშირებით, რომ კრიტიკულ მომენტში ისინი წავიდოდნენ ამ ინსტიტუციისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს ინფორმაცია გვქონდა, ამიტომაც შევიტანეთ ეს ცვლილება. დღეს ხომ გამოჩნდა ყველაფერი, სამწუხაროდ, კრიტიკულ მომენტში სამივე ვიცე-პრეზიდენტი წავიდა ინსტიტუციის წინააღმდეგ. ეროვნულ ბანკში საკითხი ამოწურულია, იმიტომ, რომ ნოემბრის ბოლოსთვის, მინიმუმ, ხუთი წევრი დარჩება ეროვნული ბანკის საბჭოში“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის