გიორგი ამილახვარი - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დავალიანების განულებაზე უარს აცხადებენ

სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს შორის ერთადერთი გამონაკლისი, ვინც სახელმწიფოსთან სტუდენტების დავალიანების გადაფარვის მემორანდუმის გაფორმებაზე უარი თქვეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებია.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დანარჩენმა ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტმა უყოყმანოდ მიიღო სახელმწიფოს სამართლიანი შეთავაზება.

„დაახლოებით, 60 უნივერსიტეტიდან, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებს შორის, ერთადერთი გამონაკლისები არიან თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, რომლებმაც უარი განაცხადეს ამ ჩვენს სამართლიან შეთავაზებაზე. ეს, რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ უნივერსიტეტებისთვის არის პრაქტიკულად უიმედო, ჩამოწერილი თანხები, მიუღებელი შემოსავალი და შესაბამისად ფინანსურად, რა თქმა უნდა, მისი საბაზრო ფასი რაც არის, იმაზე მეტიც კი შევთავაზეთ და ყოყმანის გარეშე უკლებლივ ყველა კერძო უნივერსიტეტი სიამოვნებით, მყისიერად დათანხმდა ჩვენ მიერ გაკეთებულ ძალიან სამართლიან და ობიექტურ შეთავაზებას და ხელი მოაწერა შესაბამის მემორანდუმს“, - განაცხადა ამილახვარმა.

მინისტრის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია რა გახდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მხრიდან უარის თქმის მიზეზი.

„საინტერესოა მათ ჰკითხოთ უფრო დეტალურად რა არის ამის მიზეზი, როგორც განცხადებაში ვნახე, ისინი თითქოს სოციალურად მხარს უჭერენ სტუდენტებს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ აქვე ყველას ვეტყვი, რომ ისინი არ არიან გამონაკლისი ამ შემთხვევაში და აბსოლუტურად ყველა უნივერსიტეტი იგივე სოციალურ მხარდამჭერ ფინანსურ პაკეტებს სთავაზობს თავის სტუდენტებს, ვინც არის შეჭირვებული, ვისაც უჭირს ფინანსური დავალიანების გადახდა, რომ შეძლოს სწავლა, მაგრამ მიუხედავად ამ პაკეტებისა და სახელმწიფოს მხრიდან უპრეცედენტო სოციალური გრანტებისა, მაინც დღეს გვყავს 30 ათასი სტუდენტი, ვინც ამ პირობებშიც კი ვერ შეძლო დავალიანების გადახდა“, - განაცხადა ამილახვარმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024