ჯანდაცვის მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაში მონაწილეობს

ზურაბ აზარაშვილი, ოფიციალური ვიზიტით, აშშ-ში იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციითვე, პანდემიის პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც 158 ქვეყნის პირველმა პირებმა და ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს.

სესიაზე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც პანდემიის გავლენაზე, პრევენციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„პანდემიამ უფრო მეტად დაგვანახა, მრავალსექტორული რეაგირების საჭიროება. COVID-19-მა იმოქმედა არა მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ - ეკონომიკაზე, სოციალურ და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მან შეგვახსენა, რომ მხოლოდ ჯანდაცვის სექტორი ვერ შეძლებს, შეამსუბუქოს პანდემიის გამოწვევების მთელი სპექტრი. ეფექტური რეაგირებისთვის, ჩვენ, ყველა სექტორში ერთად უნდა ვიმუშაოთ. პანდემიის შედეგად მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა განვახორციელოთ საჭირო ცვლილებები და შესაბამისი ინვესტიციები, რათა მომავალში, ასეთ მასშტაბურ გამოწვევას, მსოფლიო, უფრო მომზადებული შეხვდეს. ჩვენ, პრიორიტეტად დავისახეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების გაძლიერება; დავაარსეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების ცენტრები, მათ შორის - რეგიონულ დონეზე. მიზანი საგანგებო სიტუაციების დროს, ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება, მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, შეჯერება, ანალიზი და დროული რეაგირებაა“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

აშშ-ში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დაგეგმილ, მაღალი დონის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში