გიორგი ამილახვარი - 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლაში 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვებიც შევლენ.

როგორც ამილახვარმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ახალი რეგულაციის მიხედვით, პირველ კლასში ბავშვის შეყვანა მშობლის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

„იცით, რომ წელს ბავშვებს, რომლებსაც 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებოდათ 6 წელი, შეეძლოთ სკოლაში შესვლა. ახლა დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წელს სკოლაში შესვლა პირველ დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებსაც შეეძლებათ. ასევე, ამავე კანონპროექტში ჩავწერთ, რომ მომდევნო სასწავლო წლიდან, სკოლაში ის ბავშვებიც შევლენ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. აქ უკვე ეს საკითხი დამთავრდება. ეს იქნება ნებაყოფლობითი. თუ მშობელი მიიჩნევს, რომ მისი შვილი მზადაა მიიყვანოს სკოლაში, კი ბატონო, ამ თარიღამდე დაბადებულ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ. თუ არადა, ის წელიც შეუძლიათ ბაღში დარჩნენ, საჯარო ბაღს ვგულისხმობ და შემდეგი წლიდან შევიდნენ სკოლაში“, - განაცხადა ამილახვარმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს