მამუკა მდინარაძე - რა კავშირშია ფარცხალაძის მოქალაქეობა მის ქონების გადაფორმებასთან? ნეტავ, ვინმე რამეს მისცემდეს საქართველოს მოქალაქეს - გგონიათ, საქართველო სანქციებს მიერთებულია?!

საქართველოში ე.წ. ოპონენტების, სინამდვილეში „ომის და ღალატის" პარტიის ერთადერთი მაშველი რგოლი არის ხოლმე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან რაღაც საკითხების მათთვის გადმოგდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას „ფარცხალაძის თემა რომ არ ჰქონოდათ გადმოგდებული, როგორ ედუღებინათ სიტუაცია არ იცოდნენ".

მისივე თქმით, ამას „გლობალური ომის პარტია“ აკეთებს.

„შემკვეთებს აქვთ ძალა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ დავალების მიცემას. [ფარცხალაძე] აგენტი რომ არის თქვენ რა იცით? სად არის მტკიცებულებები?“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ფარცხალაძის ქონების გადაფორმებას თავის შვილზე, მდინარაძე აცხადებს, რომ ეს სანქციების თავის არიდებასთან კავშირში არაა და „ნეტავ, საქართველოს მოქალაქეს ვინმე რამეს მისცემდეს“.

ამასთან, მდინარაძე დაინტერესდა, ხომ ჰგონია ვინმეს, რომ საქართველო სანქციებს მიერთებულია.

„ძალიან კარგი რამ მოხდა, გამოჩნდა ვინ ვინ იყო, საქართველოს მოქალაქეებს ამ პრეცედენტიდან გამომდინარე, შეექმნათ მყარი გარანტია, რომ ასე უაპელაციოდ დასანაქცირება ქვეყნის შიგნით რომ გავრცელდეს, ასე არ იქნება, მაგრამ ქონებასთან დაკავშირებული საკითხი არაფერ შუაში არ არის სანქციასთან. იტყუებიან და უნდათ ხალხის გაბრაზება. რა კავშირშია ფარცხალაძის მოქალაქეობა მის ქონების გადაფორმებასთან? თქვენ გგონიათ, საქართველო სანქციებს მიერთებულია?! რუსეთის სანქცირებულ მოქალაქეს რატომ გაუჭირდებოდა ქონების გადაფორმება საქართველოს მოქალაქისთვის? ნეტავ, ვინმე რამეს მისცემდეს საქართველოს მოქალაქეს და ამ ქვეყანას, რეებს ლაპარაკობთ? საოცრებებს ლაპარაკობთ. საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს, ჩვენ ვაცხადებთ, რომ საქართველო ვერ გახდება ვინმესთვის სანქციების გვერდის ავლის ადგილი და ქონების გადაფორმება რა შუაშია?! რა ბმაშია? გვერდის ავლა რომ არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ დასანქცირებული პირი ტრანზაქციებს ვერ ახორციელებს”, - განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში