გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილე უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ვასილ გედევანიშვილი და სააგენტოს უფროსის მოადგილე მაია ბერაძე უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, ლიცენზირების დეპარტამენტის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის საქართველოში არსებული სისტემა გააცნო.

„შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების მონიტორინგის და გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც აღნიშნულ საკითხებზე პრეზენტაციები წარადგინეს და სამუშო ვიზიტით მყოფ უზბეკ სტუმრებს გამოცდილება გაუზიარეს.

უზბეკეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გაირატ მუხამედოვმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა