მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - 20 მილიონი დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს მათი მავნებლობა - მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ფინანსური სექტორი არ ჩამოიშლება

20 მილიონი დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს მათი [ოპოზიციის] მავნებლობა, საქართველოს მოქალაქეების რეზერვიდან 20 მილიონი დოლარი დაჯდა ვაშაძის ფეხების და ხელების ქნევა, გაქცევა და ზურგისკენ შეშინებული გამოხედვა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა ფინანსური სისტემის ჩამოშლა, გუშინ იყო პატარა ტურბულენტობა და ეროვნულ ბანკს 20 მილიონი დოლარის გაყიდვა დასჭირდა“.

„მათ არ გაუვიდათ, ძალიან ნერვიულობენ, დღეს ორი წევრიც ავირჩიეთ და აქედან გამომდინარე, მათ ვერ მოახერხეს საქართველოს ფინანსური სისტემის ჩამოშლა. ამ მცდელობის მიუხედავად, ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან დღეს რაღაც გადაწყვეტილებები გვესმის, რომელშიც შეიძლება ამოვიკითხოთ ამ ყველაფრის მხარდაჭერა, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ფინანსური სექტორი, მათი [ოპოზიციის] მცდელობის მიუხედავად, არ ჩამოიშლება და არანაირი პრობლემა არ ექნება. გუშინ იყო პატარა ტურბულენტობა ამ მიმართულებით და 20 მილიონი დოლარის გაყიდვა დასჭირდა [ეროვნულ ბანკს]. ანუ, ამათი აქაური მავნებლობა, აქ რაც აკეთეს, 20 მილიონი დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს. საქართველოს მოქალაქეების რეზერვიდან 20 მილიონი დოლარი დაჯდა ვაშაძის ფეხების და ხელების ქნევა, გაქცევა და ზურგისკენ შეშინებული გამოხედვა. ასეთი მავნებლობებით არიან დაკავებული, მაგრამ საბედნიეროდ, ვერ გააქვთ ეს მავნებლობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის