სს „ლიბერთი ბანკი“ განცხადებას ავრცელებს

სს „ლიბერთი ბანკი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ერთ-ერთი ტელეკომპანიის, კერძოდ „ტვ პირველის“ მიერ, „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით გავრცელდა არასწორი და ყალბი ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს „ლიბერთი ბანკის“ და მისი აქციონერების იმიჯს.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ „ლიბერთი ბანკი“, არ ემსახურება და არანაირ ტრანზაქციებს არ აკეთებს არცერთ დასანქცირებულ პირთან.

ასევე, არც „ლიბერთი ბანკი“ და არც მისი აქციონერი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ირაკლი რუხაძე, არასოდეს ფლობდა „ვითიბი ბანკის“ წილს/აქციებს.

ყალბი და რეპუტაციისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელების კამპანიის გაგრძელების შეთხვევაში, „ლიბერთი ბანკი“ უფლებას იტოვებს მიმართოს სასამართლოს და იმოქმედოს საქართველოს კანომდებლობის შესაბამისად“, - ნათქვამია „ლიბერთი ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა