ირაკლი ქარსელაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დელეგაციას შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მონიტორინგის დირექტორატის დანაყოფის ხელმძღვანელი კატრინ ბარბერისი და ამავე დანაყოფის წარმომადგენელი გაელ მაფრი, სტრატეგიული გზების დეპარტამენტის უფროსი ინჟინერი ჰარი კულათუმანი, მინისტრთან შეხვედრამდე, ადგილზე გაეცნენ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, მათ შორის, მოინახულეს რიკოთის მაგისტრალური გზის დასრულებული და მშენებარე მონაკვეთები.

„შეხვედრაზე მინისტრმა მიაწოდა სტუმრებს ინფორმაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების პროგრესის შესახებ, როგორც საგზაო, ისე წყალმომარაგება-წყალარინების მიმართულებით.

ბანკის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს პროექტების განვითარების პროგრესს და დასრულებული სამუშაოს ხარისხს. შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, მაჩიე ჩურა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი თამარ ახვლედიანი.

ევროპის საინვესტიციო ბანკი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარების პარტნიორია. ბანკი საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს აფინანსებს. მათ შორის, EIB-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთის მშენებლობა და სხვა.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024