პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევის ანგარიში მოისმინა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა" შედეგები მოისმინეს დღეს კომიტეტის სხდომაზე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეპუტატებს მოკვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის" (ICMPD) პროექტების მენეჯერმა ქეთი გორგოშიძემ გააცნო.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მოკვლევაში წარმოდგენილია ზოგადი შინაარსის რამდენიმე და კონკრეტული 5 ძირითადი რეკომენდაცია.

„თემატური მოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია დიასპორის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისთვის, რომელიც მზადდება", - განაცხადა ქეთი გორგოშიძემ.

მისივე თქმით, მოკვლევის შედეგები დიასპორული სტრატეგიის შემუშავების პროცესშიც იქნება გათვალისწინებული.

თემატური მოკვლევა მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტის მარტინ რასელის ჩართულობით განხორციელდა. კომიტეტი თემატური მოკვლევის პროცესში აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა დარგობრივ უწყებებთან, მათ შორის: საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან. თემატურ მოკვლევაში კომიტეტს მხარს უჭერდა საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი.

კომიტეტმა ანგარიში ცნობად მიიღო.

მოკვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები, რომელსაც კომიტეტი უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს, შესასრულებლად შესაბამის ორგანოებს გაეგზავნებათ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო