თსუ პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხებს განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა, უკვე განსაზღვრა ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა. მიმდინარე სემესტრში თსუ-ში ფინანსური დავალიანების მქონე 3327 სტუდენტია. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, როგორც სამართლებრივ, ისე ფინანსურ ჭრილში, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს აღუდგენს სტატუსს, რაც მათ საშუალებას მისცემს განაახლონ რეგისტრაციის პროცედურები და სრულად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 15 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ინიციატივით, სამინისტროსა და საქართველოში არსებულ ყველა სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის შედეგად 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება გაუნულდებათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის