„რუსთავის წყალი“ მშვიდობის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

22 სექტემბერს კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავში, სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, მშვიდობის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას „რუსთავის წყალი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია აღნიშნულ ქუჩაზე, 35 მეტრი სიგრძის წყალსადენის მოძველებულ ქსელს ახლით შეცვლის. მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, გაგარინისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე, ასევე ხრამის სათავე ნაგებობის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება.

„რთული ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას, აუცილებელია, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 22 სექტემბერს, დღის 14:00 საათიდან, 24 სექტემბრის ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქ. გარდაბანსა და სოფელ მთისძირს, მარის არხისა და ჭყონდიდელის დასახლებებს, კრწანისის საწვრთნელ ბაზასა და მე-5, მე-6, მე-12, მე-16 და მე-17 საპყრობილეებს. ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, პუშკინის, ტაბიძის, ახვლედიანის, გუდიაშვილის, გაგარინის, ბალანჩივაძის, მაიაკოვსკის, გრძელიძის, სარაჯიშვილის, ნიკოლაძის, მშვიდობის, ჭავჭავაძისა და გონაშვილის ქუჩებს. წულიკიძის, ქუჩიშვილის, ლესელიძის, შიო არაგვისპირელის, ტურგენევის, დავით გარეჯის, რუსთაველის, კონსტიტუციის, 9 მაისის, ქაშაკაშვილის, ოსტროვსკის, ბარათაშვილის, არაყიშვილი, დოლიძის, ჩოხელის ქუჩებს ჩიხებითა და გასასვლელებით. ბათუმისა და ასლანიკაშვილის ქუჩების ნაწილს, რუსთაველის ნაწილს (#9-დან 46-ის ჩათვლით, ლეონიძის N2,4,6, მე-11, მე-12, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრო რაიონებს.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქ რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“