გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს 11:00-იდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, სელექცია, ბურიანი, გალავანი, ჯიღაურა, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე, აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: გუდაური, ქუმლისციხე, დარიალი, ზაქათკარი, ზემო მლეთა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 18:30 საათამდე, აბონენტებს სოფელ დიღომში პაატა ჯანიაშვილის, შერმადინის, როსტევანის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 17:00 საათამდე, აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში - სტეფანწმინდა, დაბა სტეფანწმინდა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 15:00-იდან 18:00 საათამდე, აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში მუხათგვერდში, ზაჰესში და მიმდებარე ტერიტორიაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში