„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, 22 სექტემბერს, საღამოს 23:00 საათიდან 23 სექტემბრის დილის 11:00 საათამდე ვაკის რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს.
„22 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, აბაშიძის ქუჩა N71-ის მიმდებარედ წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აუცილებელი სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.
გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 22 სექტემბერს, საღამოს 23:00 საათიდან 23 სექტემბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში: კავსაძის, ელიავას, მუხაძის, მიშველაძისა და ბერძენიშვილის ქუჩებს. ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge “, - აღნიშნულია ინფორმაციაში.