სტაჟიორებმა „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ დასაქმების შეთავაზება მიიღეს

სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ წარმატებით დასრულდა საზაფხულო, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც 17 ივლისიდან 17 სექტემბრამდე მიმდინარებდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, 13 სტაჟიორიდან უმეტესობამ უკვე მიიღო კომპანიაში დასაქმების შეთავაზება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, ასევე, ახლად კურსდამთავრებული ახალგაზრდები, სტაჟირებას გადიოდნენ კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებში და ჰესებზე. მათ პროფესიულ, პრაქტიკულ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში უშალოდ პროფესიონალი ენერგეტიკოსები თუ სხვა სპეციალისტები ჩართულები იყვნენ.

,,ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ ენერგეტიკის დარგით, რათა კიდევ უფრო არ გაღრმავდეს დარგში კადრების კრიზისი. წლის ყველა სეზონში გვაქვს სხვადასხვა შეთავაზება ენერგეტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის, ასევე ვცდილობთ მომავალ სტუდენტებს გავაცნოთ და დავაინტერესოთ ენერგეტიკის დარგი,“ - ამის შესახებ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოდინგის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ტრაპაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია სთავაზობს ახალგაზრდებს აირჩიონ სინათლე.

მათივე ცნობით, ყოფილი სტაჟიორებისთვის უკვე შემეცნებითი ექსკურსია გარდაბნის აირტურბუნულ ელექტროსადგურში ,,ჯი-ფაუერი“ მოეწყო. ასევე, მათ სერტიფიკატებიც გადაეცათ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო