გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე - ახალგაზრდობა არის ენერგია, ემოცია და ცვლილებებისკენ სწრაფვა და ეს ყოველივე დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ამერიკის საკითხებში მიროსლავ იენჩამ.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, მიროსლავ იენჩამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, „ახალგაზრდობა არის ენერგია, ემოცია და ცვლილებებისკენ სწრაფვა და ეს ყოველივე დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“.

„დიდი სიამოვნებით გიზიარებთ ამ გზავნილს მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მოგმართოთ თქვენ, ქართველ ახალგაზრდებს.

ახალგაზრდობა, როგორც საქართველოში, ისე ყველგან არის მომავალი მდგრადი მშვიდობის მშენებლობისთვის, ადამიანის უფლებების დასაცავად და კავშირების დასამყარებლად გამყოფი ხაზების გასწვრივ, ჩვენი დროის კლიმატური კრიზისების, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად.

ახალგაზრდობა არის ენერგია, ემოცია და ცვლილებებისკენ სწრაფვა და ეს ყოველივე დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

ბევრი თვალსაზრისით, ამის შესახებ ცნობიერება იზრდება. გაერო-ს უშიშროების საბჭომ აღიარა ახალგაზრდების არსებითი როლი კონფლიქტების პრევენციასა და მოგვარებაში, ეფექტური და სამართლიანი ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფაში.

ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მეშვეობით გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ცდილობს უზრუნველყოს, რომ მნიშვნელოვანი საკითხები და ახალგაზრდების პერსპექტივები იყოს ინტეგრირებული ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ. მიუხედავად ამისა, კვლავ ბევრი დაბრკოლებაა. იმისათვის, რომ ახალგაზრდების ხმა ისმოდეს, საჭიროა სტრუქტურული ბარიერების მოხსნა. ახალგაზრდები უნდა იყვნენ ჩართულები, გაძლიერებულები და აღჭურვილნი იმ ინსტრუმენტებით, რომლებიც აუცილებელია პროცესებში მათი სრულყოფილი მონაწილეობისთვის და იმ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად, რომლებიც მათ და მთლიანად კაცობრიობას ეხება.

გთხოვთ, შემომიერთდეთ და ერთად ვიზეიმოთ ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უპირველეს ყოვლისა იმედის დღე.

გილოცავთ, მშვიდობის საერთაშორისო დღეს!“, - განაცხადა მიროსლავ იენჩამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის