ბექა ლილუაშვილი - პარტნიორებმა დაინახეს, რომ ეროვნული ბანკი იმართება ერთი ტელეფონის ზარით, დაახლოებით ისე, როგორც სასამართლო

მთავარი მოთხოვნა არის თურნავას რუსული ბრძანების გაუქმება, რომელიც პასუხისმგებლობას არიდებს რუსეთის აგენტებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორებმა, მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ყველამ დაინახა, რომ ეროვნული ბანკი იმართება ერთი ტელეფონის ზარით, დაახლოებით ისე, როგორც სასამართლო.

„მოქალაქეობის შეწყვეტა რამენაირად შეცვლის იმ ფაქტს, რომ ეს კაცი ამ ქვეყნის გენერალური პროკურორი იყო და ბრალდებულია „ეფესბეთან“ კავშირში? ან რაიმეთი მის გავლენებს საქართველოში შეასუსტებს? მთავარი მოთხოვნა არის თურნავას რუსული ბრძანების გაუქმება, რადგან ის პასუხისმგებლობას არიდებს ადამიანებს, რომელიც დადასტურებულად რუსეთის აგენტია. ეროვნული ბანკი რომ დაკარგულია და ეს თითოეულ მოქალაქეზე აისახება, ესეც შემდგარი მოცემულობაა. ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა არაფრისმომცემია და პრობლემის გადაჭრის გზა. ამიტომ უკაცრავად, სისულელეები არ არის მთავარი, მთავარი არის რუსული ბრძანების გაუქმება. ფარცხალაძეს თუ მოქალაქეობა შეუწყდება, მე მაგალითად, საგამოძიებო კომისიას ვერ დავაინიცირებ ფარცხალაძეზე, ვერ მოვითხოვ, მოვიდეს აქ და კითხვები დავუსვა”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, სებ-ი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა: პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვა. ასევე მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემაც.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო