„საქართველოს ბანკმა“ კიდევ ერთი უნიკალური სივრცე − 4B-ს ფილიალი გახსნა

„საქართველოს ბანკმა“ ბიზნეს კლიენტებისთვის, სრულიად ახალი კონცეფციის მქონე, მომსახურების კიდევ ერთი სივრცე - 4B ფილიალი გახსნა, რომელიც მომხმარებლების საჭიროებების შესწავლისა და ანალიზის შედეგად შეიქმნა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 4B ის სივრცეა, სადაც „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო პარტნიორი ბიზნესები განსაკუთრებული პირობებითა და შეთავაზებებით სარგებლობენ.

„4B მათ სთავაზობს: პროექტის დაფინანსებაზე მუშაობისას პერსონალური ბანკირის და ფინანსური ანალიტიკოსის მომსახურებას; შეხვედრებს დარგის ექსპერტებთან და შესაძლებლობას მიიღონ მათგან ბიზნეს რჩევები; საინტერესო ბიზნეს ღონისძიებებს; პარტნიორი ორგანიზაციების მიერ სპეციალურად მათთვის შექმნილ შეთავაზებებს (Google Ads, Meta, Linkding ads, Harward Business Review, Shopify და სხვა); შესაძლებლობას დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით და დაგეგმონ შეხვედრები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბანკის ცნობითვე, ახალი ფილიალი 20 სექტემბერს, გუდიაშვილის ქ.#2 - ში გაიხსნა.

„ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რათა მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ. განსხვავებული კონცეფციის მქონე 4B ფილიალი „საქართველოს ბანკის“ ის სივრცეა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ ბიზნესისთვის კიდევ მეტად კომფორტული გავხადოთ საბანკო სერვისებით სარგებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ საკუთარი ბიზნესის განვითარებასა და წინსვლაში. ამ სივრცეში ბიზნესებს არაერთი საინტერესო სიახლე და კონკრეტულად მათთვის შექმნილი შეთავაზება დახვდებათ. მოხარულები ვართ ამ სიახლით და მიგვაჩნია, რომ ეს სივრცე ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ჩვენს პარტნიორებს და დაეხმარება მათ ახალ იდეებში, ბიზნესის სწორი მიმართულებით განვითარებაში და ახალი ურთიერთობების დამყარებაში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი პროდუქტების შექმნაზე მუშაობას, რომელიც საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს,“ - განაცხადა გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ მასურაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის