ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა განახლებულია და პირველი ფაზით, ბიუჯეტი 589 მილიონი ლარია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა განახლებულია და პირველი ფაზით, ბიუჯეტი 589 მილიონი ლარია. მის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე განმარტებით, 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში მიმდინარე წელს ანაკლიის პორტის განვითარებისთვის 20 მილიონი ლარი უკვე ასახულია.

„უკვე დაარსებულია სახელმწიფო საწარმო „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი“, რომელიც ამ პროექტის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას. საბოლოოდ, ეს საწარმო იქნება თანადამფუძნებელი იმ ერთობლივი საწარმოსი, რომელიც კერძო პარტნიორთან ერთად შეიქმნება და საბოლოოდ, მათთან მოხდება კონცესიის შეთანხმება სახელმწიფოს მიერ. დღეისათვის, შერჩეული გვყავს ბელგიური საინჟინრო კომპანია, გამოცდილი, ზუსტად, საზღვაო ინფრასტრუქტურის კუთხით. ხელშეკრულების მიხედვით, მათ ეს მუშაობა უნდა დაასრულონ უახლოეს რამდენიმე კვირაში და ჩვენ შევძლებთ უკვე სამშენებლო ტენდერის გამოცხადებას, რომელსაც სახელმწიფო საწარმოო წარმართავს.

რაც შეეხება ფინანსებს, 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში მიმდინარე წელს ანაკლიის პორტის განვითარებისთვის 20 მილიონი ლარი უკვე არის ასახული. ასეც იყო მოსალოდნელი იმიტომ, რომ პროცედურების შესაბამისად ჩვენ ვხედავდით, რომ ბოლო კვარტლამდე ეს ხარჯები გასაწევი არ გვექნებოდა. ბუნებრივია, ბიუჯეტს ვგეგმავთ უფრო კონსერვატიულად და ბოლო წლების განმავლობაში, ბიუჯეტის გაზრდით პარლამენტს მივმართავთ ხოლმე იმისთვის, რომ დამატებითი ხარჯები პრიორიტეტებში გადანაწილდეს. ასეთი პრიორიტეტი, მათ შორის ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტიც არის.

რაც შეეხება, პროექტის ბიუჯეტს, პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება და შესაბამისად, იმ ნაწილზე, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს, ბიუჯეტში იქნება მონაცემები წარმოდგენილი. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება ამის დაფინანსება. საკონსულტაციო სამუშაოებისთვის დაფინანსება გათვალისწინებული იყო ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტში, შესაბამისად, ეს ბიუჯეტის კანონთან შესაბამისობაშია. ასე მოხდა პროცესის დღემდე წარმართვა.

პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა განახლებულია, როგორც თქვენ იკითხეთ. ამ შემთხვევაში ჩვენმა კომერციულმა საკონსულტაციო კომპანიამ განაახლა. რა თქმა უნდა, შემდგომში უკვე ტენდერის პირობებში მოხდება ამ რიცხვების, იმედი გვაქვს, შემცირება იმიტომ, რომ კონკურსი იქნება და კონკურენციის პირობებში შეიძლება შემცირდეს. [ბიუჯეტი] 589 მილიონი დოლარია. ეს არის პირველი ფაზა პროექტის.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის უსმენენ. დავითაშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე გაგზავნილ კითხვებს პასუხობს, რომლითაც მინისტრს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიმართეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო