არმაზ ახვლედიანი უმრავლესობას - რუსული ინტერესის ასეთი ტემპით ზრდა მიდის იქეთ, რომ ქვეყანამ დაკარგოს ჯერ კიდევ მყიფედ არსებული კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან და დასავლელი პარტნიორები იქცნენ მტრებად - ესაა თქვენი ამოცანა

რუსული ინტერესის ასეთი ტემპით ზრდა საქართველოში, საბოლოო ჯამში, მიდის იქეთ, რომ ქვეყანამ დაკარგოს ჯერ კიდევ მყიფედ არსებული კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან, დასავლელი პარტნიორები იქცნენ მტრებად, ესაა თქვენი ამოცანა, - ამის შესახებ დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით უსმენენ.

მისივე თქმით, საქმე გვაქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის ინტერესების უგულებელყოფასთან, რომელთა ინტერესია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

„ანაკლიის პროექტის მოკვლით, საქართველოს მთავრობამ ჩვენს სახელმწიფოს უნიკალური შანსი გააშვებინა, ერთი მხრივ შემოსავლების, დასაქმების კუთხით და მეორე მხრივ და რაც ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიღების, დასავლურ ორბიტაში ინტეგრირების კუთხით. ისმის კითხვა - ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ეს არ არის რიტორიკული კითხვა. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ობიექტური შემფასებელი იტყვის, პასუხისმგებელი სწორედ საქართველოს მთავრობაა, რომელმაც, როგორც ჩანს, შეგნებულად ჩაიდინა ეს და საქართველოს დააკარგვინა უნიკალური შანსი, ეკონომიკური, პოლიტიკური და გარკვეული თვალსაზრისით, სამხედრო მიმართულებით, ჩვენს ქვეყანაში, ამ პროექტის გავლით, შეერთებული შტატების უფრო დიდი მონაწილეობა ყოფილიყო.

როცა ამაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ სხვა არცერთი არგუმენტი არაა საჭირო მივხვდეთ რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის ინტერესების უგულებელყოფასთან. იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა მკაფიოდ აცხადებს მკაფიოდ - მათი ინტერესია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ანაკლიის პროექტი სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. თქვენც ამ ჭრილში განიხილავთ ანაკლიის პროექტს, სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, ოღონდ განიხილავთ იმ კუთხით, რომ საქართველოს როგორმე ამ გზაზე კიდევ ერთი შესაძლებლობა დააკარგვინოთ. ვინ არის ამ მხრივ პასუხისმგებელი? საქართველოს მთავრობა, რომელიც დამოუკიდებლად ვერ ახერხებ გადაწყვეტილებების მიღებას. გადაწყვეტილების მიმღები კვლავაც არაფორმალური მმართველია. საუბედუროდ, რუსული ინტერესის ასეთი ტემპით ზრდა საქართველოში მიუთითებს იმას და ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიდის იქეთ, რომ საქართველომ დაკარგოს ჯერ კიდევ მყიფედ არსებული კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან, დასავლელი პარტნიორები იქცნენ მტრებად, ესაა თქვენი ამოცანა,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო