თინა ბოკუჩავა - შოვის ტრაგედიაზე პროკურატურამ ფორმალურადაც კი არ აღძრა საქმე, იძიებს შს მინისტრი, რომელიც შეიძლება თავად იყოს მთავარი პასუხისმგებელი პირი

შოვის ტრაგედიაზე პროკურატურამ ფორმალურადაც კი არ აღძრა საქმე, იძიებს შს მინისტრი, რომელიც შეიძლება თავად იყოს მთავარი პასუხისმგებელი პირი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ყველა კრიზისში, ყველა ტრაგედიის წინაშე არის გადაბრალების პოლიტიკა.

„შოვის ტრაგედიის შემდეგაც, ჩვენ ვხედავდით, რომ დაზარალებული ადამიანების ბრალეულობაზეც კი საუბრობდა ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ბრალეულობაზე ესაუბრა და ამ მიმართულებით დაეწყო გამოძიება.

გენერალურმა პროკურატურამ ფორმალურადაც არ აღძრა საქმე ანუ იმ შესაძლო დანაშაულს, რომელთანაც შეიძლება გვქონდეს საქმე, იძიებს თავად შს მინისტრი, რომელიც თავად შეიძლება იყოს მთავარი პასუხისმგებელი პირი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს