ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ წარმართავს და მშენებელი კომპანია შეირჩევა.

ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე ისაუბრა, სადაც ის ინტერპელაციის წესით ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დეპუტატთა კითხვებს პასუხობს.

ლევან დავითაშვილი განცხადებით, ამჟამად დაქირავებული კონსულტანტი, ბელგიური საინჟინრო კომპანია HAEDES სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობას ასრულებს. ხელშეკრულების მიხედვით, მათ ეს სამუშაო რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა დაასრულონ და მოხდება სამშენებლო ტენდერის გამოცხადება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო წარმართავს - შეირჩევა მშენებელი კომპანია. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, უკვე ჩატარდა ინტერვიუები რამდენიმე მნიშვნელოვან, წამყვან ევროპულ კომპანიასთან.

„ესენია დიდი ე.წ. სამეული თუ ოთხეული კომპანია, რომლებიც საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში არიან წამყვანი კომპანიები და ჩვენ გვაქვს უკვე წინასწარი მონაცემები იმისთვის, რომ სატენდერო პირობები დაზუსტდეს და მკაფიოდ ჩამოყალიბდეს. ასე რომ, უკვე უახლოეს ხანებში, სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში ტენდერი გვექნება გამოცხადებული და ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე წლის ბოლომდე შევძლებთ მშენებელი კომპანიის შერჩევას და სამშენებლო სამუშაოების დაწყებასაც“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება ფინანსებს, ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებებში უკვე არის ასახული - მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარი ანაკლიის პორტის განვითარებისთვის. პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებით ლევან დავითაშვილი ასევე განმარტავს, რომ პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება და შესაბამისად, იმ ნაწილზე, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს, ბიუჯეტში იქნება მონაცემები წარმოდგენილი. საკონსულტაციო სამუშაოებისთვის დაფინანსება კი, მინისტრის ინფორმაციით, გათვალისწინებული იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტში, რაც ბიუჯეტის კანონთან შესაბამისობაშია.

„განახლებულია მათ შორის პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა. ამ შემთხვევაში ჩვენმა კომერციულმა საკონსულტაციო კომპანიამ MTBS-მა განაახლა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემდგომში უკვე ტენდერის პირობებში მოხდება ამ რიცხვების შემცირება, რადგან კონკურსი იქნება და კონკურენციის პირობებში შეიძლება შემცირდეს. 589 მილიონი დოლარი - ეს არის პროექტის პირველი ფაზის ღირებულება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი