ირაკლი ეძგვერაძე კოტე ზარნაძესთან დაპირისპირებაზე - ალბათ, ვიღაცას უნდა დაანახოს, რომ მაგარი ბიჭია - ვინც „ქართული ოცნებისკენ“ არ იყო გლდანში, ან იარაღი ჩაუდეს ან წამალი და მერე სხვებზე ლაპარაკობენ

გლდანში 2020-2021 წლებში საოცარ რამეებს აწყობდნენ, იარაღებით უბანზე. როცა გაიგებდნენ რომელიმე უბანს იგებდნენ, არბევდნენ. პირადად ჩემს ზურგზე გადაიარა, „მასკებიან“ ადამიანებს სახლში და უბანში მიგზავნიდნენ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი ეძგვერაძემ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრ კონსტანტინე ზარნაძესთან დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

როგორც ეძგვერაძემ განმარტა, „მთელმა გლდანის რაიონმა იცის, რა კაცია კოტე ზარნაძე და რა კაცია ირაკლი ეძგვერაძე“.

„მართლა მიუღებელი და გამაოგნებელია ასეთ ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ. პირადად ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა პოლიტიკაში შემოსვლა, რაღაც საკრებულოს წევრობა. ჩემი წყალგამყოფი ყოველთვის ჩემი სამშობლო იყო, როდესაც ვხედავ, რომ რუსეთისკენ მივექანებით და რუსეთს გვაბარებენ. ეს არის ჩემთვის მართლა წარმოუდგენელი. ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ადამიანი, რომელიც რაღაცას ლაპარაკობს, ოპოზიციას აკრიტიკებს, თვითონ მაინც ხომ უნდა იყოს უკეთეს დონეზე. გლდანში 2020-2021 წლებში საოცარ რამეებს აწყობდნენ, იარაღებით უბანზე. როცა გაიგებდნენ რომელიმე უბანს იგებდნენ, არბევდნენ. პირადად ჩემს ზურგზე გადაიარა, „მასკებიან“ ადამიანებს სახლში და უბანში მიგზავნიდნენ. მერე ვიღაცებზე ლაპარაკობენ. ვინც „ქართული ოცნებისკენ“ არ იყო გლდანში, ან იარაღი ჩაუდეს ან წამალი. არ მინდა სახელების და გვარების დასახელება. მე კადრებიც მაქვს. ჯერ რა წესია, შენ რაც გინდა თქვი შენს სიტყვაში, მიკროფონი ჩართე. ალბათ ვიღაცას უნდა დაანახოს, რომ მაგარი ბიჭია. მთელმა გლდანის რაიონმა იცის, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კოტე ზარნაძე რა კაცია და ირაკლი ეძგვერაძე რა კაცია“, - განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.

შეგახსენებთ, დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ზარნაძემ საპასუხოდ ეძგვერაძის მისამართით დროშები ისროლა, რომელიც მაგიდაზე იდო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა ფრაქცია „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ წევრს, კონსტანტინე ზარნაძესა და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნინო კვიტაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც თავის მხრივ, კონსტანტინე ზარნაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

კერძოდ, ზარნაძემ აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც მანქანით გადაადგილდებოდა, მასთან „ორი მანქანით მივიდნენ და ლანძღვა დაუწყეს“. როგორც ზარნაძემ განაცხადა, ისინი მას აგინებდნენ, მანქანას კი სტიკერები დააკრეს, რომელიც სალანძღავ სიტყვებს შეიცავდა. აღნიშნულს გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი. როგორც მან აღნიშნა, კოტე ზარნაძემ „აღნიშნულ პირებს შუა თითი უჩვენა“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო