ირაკლი ჩიქოვანი - ანაკლიაში იმ სასტუმროს ინფრასტრუქტურა, რომელზეც ანა წითლიძე საუბრობდა, ვანო მერაბიშვილის იარაღის ლულის ქვეშ აშენდა და მეგრელებმა ეს კარგად ვიცით

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ანაკლიაში სასტუმრო ინფრასტრუქტურა ვანო მერაბიშვილის იარაღის ლულის ქვეშ აშენდა.

ასე უპასუხა ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანი წითლის განცხადებას, სადაც ის ანაკლიაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკავშირებდა.

„არც თუ ისე უფროსი ვარ ქალბატონ ანიზე, რომ მას არ ახსოვდეს, რა ხდებოდა ანაკლიაში და როგორ აშენდა ის სასტუმრო ინფრასტრუქტურა, რომელიც აშენდა ანაკლიაში. აშენდა ვანო მერაბიშვილის იარაღის ლულის ქვეშ და ეს ჩვენ, მეგრელებმა კარგად ვიცით. ხალხს აიძულებდნენ, რომ ეს გაეკეთებინათ. ის კონკრეტული ობიექტი, რომელზეც ის საუბრობს და რომელზეც ჰგონია, რომ მხოლოდ მან იცის, სერიოზული პრობლემები შეექმნა. ბევრი წლის განმავლობაში იყო სასამართლო გარჩევები და სადღაც ერთი წელია, რაც მმართველს გადაეცა.

ასევე, გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს არ აქვს ფუფუნება იყოს იზოლირებული, საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ ვიღაცის კაპრიზების გამო არ ესაუბროს პარტნიორებს და არ ეძებოს პარტნიორები. ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, მეგობრებს, მათ შორის, მსოფლიოში სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობის მატარებელ სახელმწიფოებთან და ვეძებთ პარტნიორობას. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება აშშ თუ ჩინეთი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ანა წითლიძის განცხადებით, ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც ასაკით მასზე დიდია, უნდა ახსოვდეს როგორი იყო ანაკლია და როგორი წარმოუდგენელი იყო ანაკლიაში რაიმე გაკეთებულიყო, რომ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

"სასტუმრო „ოქროს საწმისი“, რომელიც დაგიტოვეთ ანაკლიაში, ფუნქციონირებადი, რატომ არის მიტოვებული, რატომაა ბალახები ამოსული, რატომაა დაკეტილი? „ოქროს საწმისის“ გვერდით მშენებარე სასტუმრო, რომელიც დაგიტოვათ წინა ხელისუფლებამ და დასასრულებელი თანხაც დაგიტოვათ, რატომაა ეს სასტუმრო მიტოვებული? ანაკლიის სანაპიროზე როდის იყავით ბოლოს, როდის ჩაატარეთ ნაპირსამაგრი სამუშაოები და გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ ფაქტობრივად, ნახევარი სანაპირო წელს ზღვამ წაიღო?! ზღვაში რომ დგას იაპონური რესტორანი გახსნილი დაგიტოვეთ, ფუნქციონირებდა, ახლა რატომ არის შიგნით ნაგავი, რატომ არის მთელი ანაკლია გაპარტახებული და მიტოვებული? წარმოუდგენელია იმას ხედავდეთ, რაც ანაკლიაში ხდება და გული არ შეგტკიოდეთ“, - განაცხადა წითლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო