თინათინ ნიბლოშვილი ოპოზიციას - ერთი სული გაქვთ, ამ ქვეყანაში მშვიდობა არ იყოს და კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, ოპოზიციას მიმართა და რამდენიმე კვირის წინ თბილისში მომხდარი წყალდიდობა გაიხსენა.

„მინდა გავიხსენო რამდენიმე კვირის წინ თბილისში მომხდარი წყალდიდობა. ალბათ თვითონაც მიხვდით, რა ცუდად წარმოაჩინეთ თავი საზოგადოების წინაშე, როდესაც "თბილსერვისის" 5 127 თანამშრომელი ეხმარებოდა ხალხს, ყველა გამგებელი, მაჟორიტარი და ქალაქის მერი - ყველა იყო გარეთ და თქვენ კი ისხედით ეთერებში ან, საერთოდ, ჩუმად, იღებდით "ლაივებს" და ამბობდით, რომ „თბილსერვისი“ არ მუშაობს.

მე მინდა აქვე ვისარგებლო და "თბილსერვისის" თანამშრომლებს მივულოცო პროფესიული დღე. 16 წელია „თბილსერვის ჯგუფი“ ემსახურება ქალაქს ყოველდღიურად და თავდაუზოგავად,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს კითხვით მიმართა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ კამპანიაზე ისაუბრა.

„ერთი კითხვა მექნება განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“. სოფო ჯაფარიძემ რომ მოიარა მთელი საქართველო და ათობით და ათასობით მხარდამჭერის წერილი შეუტანა სააკაშვილს კლინიკაში, 20 სექტემბრის აქციაზე 22 კაცზე მეტი რატომ ვერ მოიყვანეთ? მე გეტყვით რატომ, იმიტომ რომ გძულთ ეს ქვეყანა, ერთი სული გაქვთ ამ ქვეყანაში მშვიდობა არ იყოს და კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ, ამას თქვენი ლიდერებიც ადასტურებენ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა