ავთანდილ ცინცაძე - ოპოზიცია ცდილობს მოქალაქეთა დაპირისპირებას, რაც არ გამოუვა

ქვეყანაში სიტუაციას არავის ავარევინებთ და ყველას, ვინც ეცდება დესტაბილიზაციას, საკადრის პასუხს გავცემთ, - აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ავთანდილ ცინცაძემ, უმრავლესობის წევრ კონსტანტინე ზარნაძის მიმართ ჩადენილ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.

ავთანდილ ცინცაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს მოქალაქეთა დაპირისპირებას, რაც არ გამოუვა.

„თქვენს საქციელს ვერაფერი გაამართლებს. თქვენ რეალურად დაიწყეთ მოქალაქეთა დაპირისპირება და ამის უამრავი ფაქტი არსებობს. თქვენი ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე რაღაც იარაღზე საუბრობს. მე არ შევალ დეტალებში, მაგრამ ვაცხადებ, რომ არავის მივცემთ ქვეყნის არევის შესაძლებლობას. ყველა, ვინც ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის გამოწვევას ეცდება, საკადრის პასუხს მიიღებს“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქის საკრებულო ავრცელებს.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, კონსტანტინე ზარნაძემ აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც მანქანით გადაადგილდებოდა, მასთან „ორი მანქანით მივიდნენ და ლანძღვა დაუწყეს“. როგორც ზარნაძემ განაცხადა, ისინი მას აგინებდნენ, მანქანას კი სტიკერები დააკრეს, რომელიც სალანძღავ სიტყვებს შეიცავდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო