მამუკა მდინარაძე - პარლამენტის უკან აქცია იმართება, რომლის მთავარი ლოზუნგია „არა რუსეთის აგენტებს“ - აქციას ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს

დღეს პარლამენტში არის მინისტრი, რომლის მინისტრობის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა 50 მლრდ ლარიდან 80 მლრდ ლარამდე გაიზარდა,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.

მამუკა მდინარაძემ მინისტრ ლევან დავითაშვილს წარმატებები უსურვა.

„საქართველოს პარლამენტში დღეს არის მინისტრი, თავის გუნდთან ერთად, რომლის მინისტრობის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 50 მლრდ ლარიდან გაიზარდა 80 მლრდ ლარამდე, 30 მლრდ-ით. რაც არ უნდა გავაკრიტიკოთ, შედეგი, ფაქტი, რომელიც ხელის გულზე დევს - არის ეს. დანარჩენი ყველაფერი შედარებით მეორეხარისხოვანია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით ორი მინისტრის მოსმენის პარალელურად მიმდინარე აქციას ეხმაურება.

„პარლამენტის უკან აქცია იმართება, რომლის მთავარი ლოზუნგია „არა რუსეთის აგენტებს“. აქციას ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, ლევან დავითაშვილისა და ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით მოსმენის პარალელურად საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ამ დროისთვის პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფებიან და სკანდირებენ „წადი“, „რუსებო”. მათი თქმით, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც რუსეთთან ჯაშუშობისთვის აშშ-მ დაასანქცირა, უნდა დააკავონ. ამასთან, აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერები, წარწერებით: „გომელაური რუსული ოცნება FSB-ს ჯაშუში“, „სსკ-ის მუხლი 314, ჯაშუშობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე“. გარდა ამისა, აქტივისტებს ჩართული აქვთ ხმოვანი სიგნალი გზავნილით: „რუსეთის აგენტებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საერთაშორისო სანქციები“.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა