ლევან არველაძე ოპოზიციას - ნუ გააკეთებთ ქვეყნის ეკონომიკისთვის საზიანო განცხადებებს - მთავარი საფინანსო ინსტიტუტის მიმართ თქვენ მიერ გაჟღერებული ბრალდებები არასწორია

ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ეროვნული ბანკის მიმართ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ლევან არველაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, ნუ გააკეთებენ ქვეყნის ეკონომიკისთვის საზიანო განცხადებებს.

„მთავარი საფინანსო ინსტიტუტის მიმართ თქვენ მიერ გაჟღერებული ბრალდებები არასწორია. არ შეიძლება ისეთი განცხადებების კეთება, რომ თითქოს ეროვნული ბანკი ჩამოიშალა და დაინგრა. ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედებს. ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ ასეთი გამოსვლებისგან და ნუ გააკეთებთ ქვეყნის ეკონომიკისთვის საზიანო განცხადებებს. მით უმეტეს, რომ ბანკის საქმიანობას არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია და საქართველოს პარლამენტმა უკვე მხარი დაუჭირა ბანკის ვიცე-პრეზიდენტობის ორ კანდიდატს“, - განაცხადა ლევან არველაძემ, რომლის კომენტარსაც დედაქალაქის საკრებულო ავრცელებს.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა