თინა ბოკუჩავა - თქვენ ხართ მთავრობა, რომელიც ფარცხალაძეს თავგამოდებით იცავთ, მაგრამ შოვის ტრაგედიის ჩაფარცხვას ცდილობთ - დემოკრატიას ჰპირდებოდით ხალხს, მაგრამ რუსული „ბანდიტოკრატია“ შექმენით

თქვენი მთავრობისგან არ მიკვირს ადამიანების სიცოცხლის გაწირვა, თქვენ ხართ მთავრობა, რომელმაც ბარბარე რაფალიანცის, ჩვილის, გარდაცვლილი სხეული პოლიტიკურ დროშად აქციეთ; თქვენ ხართ მთავრობა, რომელიც ფარცხალაძეს თავგამოდებით იცავთ, მაგრამ შოვის ტრაგედიის ჩაფარცხვას ცდილობთ. ფარცხალაძის დაცვა - შოვის ტრაგედიის ჩაფარცხვა, ამ ერთ წინადადებაშიც კი ცხადია რა მთავრობაა ეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შოვის ტრაგედიის საკითხზე უსმენენ.

თინა ბოკუჩავამ მინისტრის კითხვით მიმართა, რამდენი ვერტმფრენია რეალურად სახელმწიფოს ბალანსზე და რატომ ვერ მოხდა მათი მყისიერად და ეფექტიანად გამოყენება შოვის ტრაგედიისას.

ბოკუჩავას შეფასებით, სწორედ მინისტრის სამსახურებრივი დანაშაულია, რომ 2015 წლის თბილისის წყალდიდობიდან მოყოლებული, ბუნებრივი ტრაგედიების ფონზე, 2023 წლის 3 აგვისტოს საქართველო სტიქიას მაინც მოუმზადებელი შეხვდა.

„საბჭოთა წარმოების მი-8 ტიპის 2 ვერტმფრენი, რომელიც თქვენივე აღიარებით, 3 საათის დაგვიანებით ჩავიდა ტრაგედიის ადგილას, არ არის აღჭურვილი სამაშველო ფუნქციით. ეს არის ძველი საბჭოთა წარმოების საფრენი აპარატები, რომელთაც მხოლოდ სატრანსპორტო ფუნქცია აქვთ. მიუხედავად თქვენი მთავრობის არაერთი საჯარო დაპირებისა, ხელისუფლებამ არ იყიდა სამძებრო-სამაშველო ფუნქციით აღჭურვილი დამატებითი ვერტმფრენები. ეს არის უშუალოდ თქვენი პასუხისმგებლობა, თქვენი სამსახურებრივი დანაშაული, თქვენი გულგრილობა, რომ 2015 წლის თბილისის წყალდიდობის შემდეგ, 2017 წლის ბორჯომის ხანძრის შემდეგ, 2022 წლის გუდაურის ტრაგედიის შემდეგ, 2023 წლის 3 აგვისტოსაც საქართველო დახვდა ისე, რომ სახელმწიფოს არ ჰყავდა ერთი ვერტმფრენი, რომელიც შეძლებდა ადგილზე დროულად ყოფილიყო, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. განუმარტეთ საზოგადოებას, რამდენი ვერტმფრენია რეალურად სახელმწიფოს ბალანსზე და რატომ ვერ შეძელით მათი გამოყენება მყისიერად და ეფექტიანად? თქვენი მთავრობისგან არ მიკვირს ადამიანების სიცოცხლის გაწირვა, თქვენ ხართ მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში ადამიანის სიცოცხლით სპეკულირებით მოვიდა, როდესაც 9 თვის ბარბარე რაფალიანცის, ჩვილის, გარდაცვლილი სხეული პოლიტიკურ დროშად აქციეთ; თქვენ ხართ მთავრობა, რომელიც ფარცხალაძეს თავგამოდებით იცავთ, მაგრამ შოვის ტრაგედიის ჩაფარცხვას ცდილობთ. ფარცხალაძის დაცვა - შოვის ტრაგედიის ჩაფარცხვა, ამ ერთ წინადადებაშიც კი ცხადია, რა მთავრობაა ეს. დემოკრატიას ჰპირდებოდით ქართველ ხალხს, მაგრამ შექმენით რუსული "ბანდიტოკრატია", სადაც ჩალის ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლეს. რუს ჯაშუშებს იცავთ, ეს არის თქვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, რისთვისაც ყველა სახელმწიფო უწყება კოორდინირებულად მოქმედებს. ეს არის „რუსული ოცნება“ - კორუფციაში ჩაფლული, ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტების პირისპირ მარტოდმარტო დარჩენილი, დაბეჩავებული საქართველოს მოქალაქე“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო