საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გერმანიაში წამყვანი ტუროპერატორები გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფრანკფურტში, დიუსელდორფში, ჰამბურგში, მიუნხენსა და ბერლინში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გერმანიის 5 ქალაქში გამართულ ღონისძიებებს 350-ზე მეტი გერმანელი ტუროპერატორი და მედიის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის ისეთი ცნობილი ტურისტული კომპანიებისა და გამოცემებისა წარმომადგენლები, როგორებიც არიან: TUI, DVR, Berliner Zeitung, Der Tagesspiegel, Frankfurter Allgemeine Zeitung, Falstaff, Globetrotter და სხვ.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი მარკეტინგული და PR სააგენტოსთან KPRN Network GmbH თანამშრომლობით შედგა.

პრეზენტაციის ფარგლებში ტუროპერატორები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, საზღვაო, სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტებს, დაცულ ტერიტორიებს, სათავგადასავლო მიმართულებას, კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს. ტურისტული კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს მიმართულებით ტურისტული პაკეტების მომზადებით, რომელსაც პოტენციურ მოგზაურებს შესთავაზებენ.

პრეზენტაციებზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კურორტების განვითარების სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და გერმანიაში საქართველოს საელჩო იყო წარმოდგენილი. ფრანკფურტსა და დიუსელდორფში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს საკონსულო.

გერმანიაში პრეზენტაციების გამართვის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გერმანიიდან საქართველოში, წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ინფლუენსერებს, ბლოგერებსა და ტუროპერატორებს მასპინძლობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება