პოლიციელის ჩვენებით, მან 8 მარტის აქციისას დაინახა, როგორ ისროლა ლაზარე გრიგორიადისმა პოლიციელების მისამართით  ცეცხლმოკიდებული საგანი

პოლიციელის, ლევან გუგუშვილის ჩვენებით, მან 8 მარტს მიმდინარე აქციისას დაინახა, თუ როგორ ისროლა ლაზარე გრიგორიადისმა პოლიციელების მისამართით ცეცხლმოკიდებული საგანი.

აღნიშნულის შესახებ პოლიციელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ის მოწმის სახით იკითხება.

როგორც ლევან გუგიშვილი განმარტავს, ის 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდა.

როგორც ის აღნიშნავს, ღამის საათები იყო, როცა ის კოლეგასთან ერთად, 9 აპრილის ქუჩაზე გადავიდა. პოლიციელის თქმით, ადგილზე მის კოლეგებს კორდონი ჰქონდათ გაკეთებული, მოქალაქეები კი, პოლიციელების მომართულებით სხვადასხვა ნივთს - ქვებს, შუშის ბოთლებს, მათ შორის "მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ.

გუგუშვილის თქმით, მან ლაზარე გრიგორიადისი დაინახა, რომელსაც ცეცხლმოკიდებული საგანი ეჭირა ხელში და მისი გასროლა მოახდინა პოლიციელების მიმართულებით, რის შედეგადაც პოლიციელი დაშავდა. გუგუშვილის თქმით, ლაზარე გიგორიადისი მისგან 7-10 მეტრის დაშორებით იდგა და ისეთი ჩაცმულობა ჰქონდა, მხედველობის არეალიდან ვერ გამოეპარებოდა. ამასთან, პოლიციელმა თქვა, რომ გრიგორიადისმა პირბადე ჩამოიწია და კაპიშონიც მოიხსნა.

პოლიციელის თქმით, მან გამოკითხვისას გრიგორიადისი ყოველგვარი დახმარების გარეშე ამოიცნო.

პოლიციელის ჩვენებისას დაცვისა და ბრალდების მხარე ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდა. პროკურორები ძირითადად, ადვოკატებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი მოწმეს არ უსმენდნენ.

"თუ მოწმეს არ უსმენთ, რა გინდათ აქ, ცირკში ხომ არ ვართ", - განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

ადვოკატებს პოლიციელისგან აინტერესებდათ, თუკი, მან დაინახა, რომ გრიგორიადისმა დანაშაული ჩაიდინა, რატომ არ დააკავა მაშინვე.

პოლიციელის თქმით, გრიგორიადისი ხალხის მასაში შევიდა, თუმცა, გრიგორიადისის დამახსოვრება შეძლო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო