ოთარ გრიგოლია ოპოზიციას - ქვეყნის არევის საშუალებას ქართველი ხალხი არ მოგცემთ

ქართველი ხალხი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ამრევები და ამის საშუალებას თქვენ „ქართული ოცნება“ კი არა, ქართველი ხალხი არ მოგცემთ, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ საკრებულოს ოპოზიციას.

მისივე თქმით, თბილისის საკრებულო არ არის ქუჩა და აქ ქუჩის კანონები არ მოქმედებს. ეს არის პოლიტიკა, ეს არის დედაქალაქის ისტორიული შენობა, ისტორიული ინსტიტუცია, რომელსაც მისმა თითოეულმა წევრმა პატივი უნდა სცეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ყველას გვესმოდეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ არის ფარატინა ფურცელი. მას ამ ბოლო დროს ძალიან აგდებულად უყურებენ პრეზიდენტი და ოპოზიცია. საქართველოს აქვს ისეთი კონსტიტუცია, როგორიც აქვს და ის უნდა დაიცვას საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ და, პირველ რიგში, მათ, ვინც კონსტიტუციის გარანტები არიან. როდესაც საქართველოს მოქალაქის მიმართ და არა აქვს ამას მნიშვნელობა, სანქცირებულია ის თუ არ არის სანქცირებული, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მისი ეკონომიკური და სხვა ტიპის საქმიანობა შეჩერდეს, სახელმწიფო თავის ადგილას უნდა იდგეს. ყველა ინსტიტუტი ვალდებულია მოექცეს კონსტიტუციის ფარგლებში. ეს არის ელემენტარული საკითხი, რომელიც ყველას უნდა გვესმოდეს. ამიტომ რატომ ჰგონიათ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს, რომ კონსტიტუცია ერთმანეთს თავზე უნდა დავახიოთ, მე არ ვიცი“, - აცხადებს ოთარ გრიგოლია.

ფრაქციის თავმჯდომარემ განაცხადა ისიც, რომ დღეს საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ვნებათაღელვა ოპოზიციის დღის წესრიგია.

„რატომ არსებობს, იცით, საზოგადოებაში ისეთი განწყობა, რომ თქვენ რევოლუციური სცენარები გაქვთ? იმიტომ რომ თქვენი ლიდერები არიან ბიუჯეტის ქურდი კეზერაშვილი, რომელმაც ქართული ჯარის ხარჯზე იშოვა ფული; ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ადამიანების მკვლელობაში აქვს ბრალი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს პირდაპირ ხდებოდა თუ ირიბად. მან ჩამოაყალიბა ინსტიტუტი, რომელიც ადამიანებს აწამებდა და ხოცავდა; თქვენი ლიდერი არის აგრეთვე გიორგი ვაშაძე, კარიკატურული ფიგურა, რომელსაც არავითარი პერსპექტივა პოლიტიკაში, გარდა იმისა, რომ რევოლუციური არეულობის სცენარი შემოიტანოს, არ აქვს; ხაბეიშვილზე უკვე აღარც ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე კი არ არის, ჩვენ რას ვფიქრობთ, ქართველი ხალხი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ამრევები და ამის საშუალებას ჩვენ, „ქართული ოცნება“ კი არა, ქართველი ხალხი არ მოგცემთ“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო