ლანა გალდავა - შინაგან საქმეთა მინისტრის პირდაპირი პასუხისმგებლობა შეუსრულებელ ვალდებულებებშია

შინაგან საქმეთა მინისტრის პირდაპირი პასუხისმგებლობა შეუსრულებელ ვალდებულებებშია - ამის შესახებ „ლელოს“ საპარლამენტო მდივანი ლანა გალდავა სოციალურ ქსელში წერს და შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციას ეხმაურება შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შეკითხვები ბევრია და პასუხები არ არის.

"რაც შეეხება შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციას შოვის ტრაგედიის თემაზე!

შინაგან საქმეთა მინისტრი ამავდროულად არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი. შესაბამისად, ქვეყანაში ეროვნული მასშტაბის კრიზისის ეფექტიანი მართვის კოორდინაცია ეხება მას. ზემოაღნიშნული მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში შექმნილია კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი) და მის დაქვემდებარებაში არსებული - ეროვნული სიტუაციური ოთახი.

მოწვეულ იქნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც წესი, 3 თვეში ერთხელ უნდა იქნას გამართული. ამოქმედდა ეროვნული სიტუაციური ოთახი? შეკითხვა ბევრია, მათ შორის, უშუალოდ ადრესატებთან გაგზავნილი და პასუხი, სამწუხაროდ, არა.

სწორედ ზემოაღნიშნულ შეუსრულებელ ვალდებულებებშია შინაგან საქმეთა მინისტრის პირდაპირი პასუხისმგებლობა”, - წერს ლანა გალდავა სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო