დავით უსუფაშვილი ვახტანგ გომელაურს - პრობლემებთან გამკლავება ახლა კონკრეტული ადამიანების მარიფათზეა დამოკიდებული - გაკვეთილები გამოვიტანოთ, სისტემა აეწყოს უკეთ!

მე მინდა ბატონ მინისტრს ვუთხრა, რომ არ არის ეგრე, რომ საქმე არ გაგიკეთებიათ. ბევრი რამე გააკეთეთ, მაგრამ გთხოვთ, ამ ყველაფრიდან გაკვეთილებიც გამოვიტანოთ, სისტემა აეწყოს უკეთ, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით, შოვის ტრაგედიაზე უსმენენ.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, პრობლემებთან გამკლავება ქვეყანაში უსისტემოდ და არაფორმალურად ხდება და ძირითადად კონკრეტული ადამიანების მარიფათზეა დამოკიდებული.

„ვახტანგ, ვიცი, რა ხათაბალა საქმეც გაბარია, შინაგან საქმეთა მინისტრი ხარ, მაგრამ კიდევ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თანამდებობა გაქვს შენ. სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ბრძანდები. ამიტომ ვერანაირად ვერ მივიღებ პასუხებს, რომ ეს თავდაცვის სამინისტროს საქმეა, ეს გეოგრაფების და ჰიდროლოგების საქმეა და ა.შ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ვახტანგმა ან დათომ, ეს ყველაფერი ვიცოდეთ, მაგრამ აუცილებელია, რომ სადღაც ეს ცოდნა, ექსპერტიზა, გამოცდილება თავს იყრიდეს. სად უნდა იყრიდეს? უსაფრთხოების საბჭო ამიტომ გვაქვს, უსაფრთხოების საბჭოში სიტუაციების ოთახი ამიტომ გვაქვს. ბრიტანელებმა ამიტომ ჩაასხეს ამდენი ფული, რომ ჩვენც გვქონოდა ცივილიზებული სისტემა იმისა, რომ ჩვენ გვცოდნოდა, როგორ უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება და საკითხების მოწესრიგება. ამას ვერ ვხედავთ და სწორი და კარგი ნაბიჯები უმეტეს შემთხვევაში მარიფათიანი გოგო-ბიჭების დამსახურებაა. როცა ასე უსისტემოდ და არაფორმალურად ხდება საკითხებთან გამკლავება, იქ დიდია რისკი და გარდაუვალია არასწორი გადაწყვეტილებები და შეცდომები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში