გაეროს გლობალური მიზნების კვირეულის ფარგლებში CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართა

გაეროს გლობალური მიზნების კვირეულის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საჯარო შეხვედრას უმასპინძლა, თემაზე: „ქალი ლიდერები ფინტექში“. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და „საქართველოს ფინტექ ასოციაციის“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

„შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა, სტუმრებს ასევე მიესალმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, მარიკა კლდიაშვილი.

შეხვედრაზე ძირითადი მოხსენებებით წარდგნენ - United Payment Georgia-ს ბიზნესის განვითარების და ოპერაციების დირექტორი, იაკო ჯიქია; Lightspeed Digital-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, მარიამ რუსიშვილი და პაშა/რე-ბანკის დისტანციური ბანკინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირინა ალექსიშვილი.

ღონისძიებას მოდერატორობა გაუწია „საქართველოს ფინტექ ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით კიკვიძემ.

შეხვედრაზე განიხილეს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ფინანსური მომსახურების სფეროში, მათ შორის, ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით. ასევე, ისაუბრეს ამ მიმართულებით, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ფინტექ სტარტაპების შესახებ.

ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორიაში გაიმართა.

შეხვედრას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა