ლევან ჟორჟოლიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ - თუ რამე რუსული იყო ამ ქვეყანაში, ეს იყო მაშინ, როდესაც თქვენ გებარათ ხელისუფლება

ბევრ რამეს ამბობთ და ამ ყველაფერს ამართლებთ მედასავლეთეობით, არადა არც მედასავლეთეები ხართ და საერთოდაც არაფრისკენ არ ხართ, გარდა ძალაუფლების მოპოვებისა , - აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, იგი თავად არის მომსწრე, ხელისუფლება საერთაშორისო ტრიბუნებიდან ქვეყნის ევროინტეგრაციასა და ასოცირების შეთანხმების რეკომენდაციების შესრულებაზე რომ საუბრობს, იმ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმავე ტრიბუნებიდან მიხეილ სააკაშვილის ვითომდა მძიმე მეტალებით მოწამვლას განიხილავდნენ.

„რამდენჯერ უნდა გითხრათ სტრასბურგის სასამართლომ, რომ ეგ მასე არ არის. რაღაც ავანტიურას წამოიწყებთ და მერე გინდათ ეს ხალხს დააჯეროთ. ხალხს თქვენი აღარ სჯერა. ასევე საუბრობთ, თითქოს ქვეყანა რუსეთის მიმართულებით მიდის, არადა, თუ რამე რუსული იყო ამ ქვეყანაში, ეს იყო მაშინ, როდესაც თქვენ გებარათ ხელისუფლება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ოთარ ფარცხალაძის თემასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე არც „ქართული ოცნების“ გუნდის წევრია, არც პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებაზე აქვს ზეგავლენა, მაგრამ, მისი განცხადებით, არ შეიძლება იმ პრეცედენტის შექმნა, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს მოქალაქე, დასანქცირდეს ისე, რომ საქართველოს სასამართლომ ამ თემაზე არ იმსჯელოს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა