გიორგი ვაშაძე უმრავლესობას - სად იყო პრემიერ-მინისტრი, როცა ქვეყანაში ამხელა სტიქია მოხდა? რატომ არ ჩავიდა ადგილზე, რატომ არ დაუძახა ყველა უწყების ხელმძღვანელს? -ეს არ არის ის თემა, სადაც ყვირილი და შეძახილები რამეს მოგიტანთ

მჯეროდა, რომ გულისტკივილს მაინც მოვისმენდი თქვენგან, რაღაცით უკმაყოფილო იქნებოდით, რომ სადღაც მეტის გაკეთება შეიძლებოდა და ვერ შეძელით. ამის ნაცვლად მტკიცება მოვისმინეთ, რომ ყველაფერი მაგრად და სწორად იყო, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელსაც პარლამენტში შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, როცა ქვეყანაში არის კრიზისი, კრიზისს სჭირდება კომპლექსური მართვა, რომელშიც პარალელურ რეჟიმში უნდა მუშაობდეს სხვადასხვა უწყება. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ასეთ სიტუაციაში პრემიერ-მინისტრის ვალდებულებაა, შეკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და ყველა სამინისტროს შორის გაანაწილოს ვალდებულებები და პასუხისმგებლობები.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ დეპუტატებს მიმართა კითხვით, თუ სად იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი სტიქიის საღამოს, რასაც უმრავლესობის მხრიდან შეძახილები მოჰყვა.

„სად იყო პრემიერ-მინისტრი, როცა ქვეყანაში ამხელა სტიქია მოხდა? რატომ არ ჩავიდა ადგილზე, რატომ არ დაუძახა ყველა უწყების ხელმძღვანელს, რატომ არ გასცა ბრძანებები? არ არის ეს ის თემა, სადაც ყვირილი და შეძახილები რამეს მოგიმატებთ. კარგი იქნებოდა მაშინაც ასეთი აქტიურები ყოფილიყავით და პრემიერ-მინისტრისთვის მოგეწოდებინათ ადგილზე ჩასვლა. მე სად ვიყავი და მე ვიყავი ის, ვინც პრემიერ-მინისტრს მოუწოდებდა ადგილზე ჩასვლას. მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, პირველი ვიქნებოდი, ვინც ადგილზე ჩავიდოდი. არ მგონია, რომ ახლა ეს ყვირილი რამეს გარგებთ. ამხელა ტრაგედია მოხდა და იმის მორალიც კი არ გყოფნით, რომ ელემენტარულად გაჩუმდეთ და მოისმინოთ კითხვები. იმ ღამეს პრემიერ-მინისტრი შოვში არ ჩასულა, ჩავიდა მეორე დღეს, ჩავიდა რამდენიმე წუთით, შეხვდა რამდენიმე ადამიანს და დატოვა ტერიტორია. დიახ, ტრაგედია იყო კომპლექსური, სადაც შსს-სთან ერთად უნდა ჩართულიყო თავდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო და ეს იყო პრემიერ-მინისტრის ვალდებულება. თქვენი ყვირილი მიუთითებს, რომ ბრალი მიგიძღვით არასწორ ქმედებაში. მოსმენაც კი არ შეგიძლიათ, იმიტომ, რომ კითხვებზე პასუხი არ გაქვთ. არ მინდა რომ წყობიდან გამოვიდე მარტივი მიზეზის გამო და ვერც გამომიყვანთ, თქვენი შეძახილებით თქვენს ლუსტრაციას ახდენთ.

როცა ქვეყანაში არის კრიზისი, კრიზისს სჭირდება კომპლექსური მართვა, რომელშიც პარალელურ რეჟიმში უნდა მუშაობდეს სხვადასხვა უწყება. პრემიერ-მინისტრის ვალდებულებაა, შეკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და ყველა სამინისტროს შორის გაანაწილოს ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. პრემიერ-მინისტრის ვალდებულებაა, ყველა მინისტრს თავისი დავალება მისცეს. ვხედავდით, რომ მთელი ღამის განმავლობაში მხოლოდ რეგიონული განვითარების მინისტრი ჩავიდა ადგილზე და ერთი კონკრეტული ოთახიდან აკეთებდნენ ჩართვებს და განცხადებებს. თუ მართლები ხართ, თუ სიმართლე თქვენ მხარესაა, საგამოძიებო კომისიამ ხომ უნდა გასცეს ამას პასუხი. საზოგადოებას კითხვა აქვს, რატომ შეწყდა სამაშველო ოპერაციები.

შს მინისტრო გამოხვედით და თქვით, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, დამატებით ვერავინ გადარჩებოდაო, ეს ხომ წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ეს ტრაგედია თავიდან ბოლომდე იმართა არასწორად. სამ საკითხს უნდა გასცეს პასუხი საგამოძიებო კომისიამ: რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო პრევენციისთვის და არ გაკეთდა; როგორ იმართა სამაშველო ოპერაცია და რა უნდა გავაკეთოთ ქვეყანაში იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ იმავე ტრაგედიის წინაშე არ აღმოვჩნდეთ. სამაშველო ოპერაციები რომ არასწორად იმართა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ორი ადამიანი, ვინც ამაში იყო ჩართული, ემსხვერპლა. ესეც ხომ მიუთითებს იმას, რომ ბევრი პრობლემაა ამ კუთხით“, - განაცხადა ვაშაძემ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის