ლევან ხაბეიშვილი - თქვენი ოჯახის წევრი რომ ყოფილიყო შოვში, 0,0001% ყოფილიყო გადარჩენის შანსი და ოპერაცია შეწყვეტილიყო, იტყოდით, რომ ნორმალურია? - ბატონო ვახტანგ, მაშველები გმირები არიანო რომ იძახით, ამ გმირებს რატომ სცივათ, რატომ სწყურიათ?

ბატონო ვახტანგ, მაშველები გმირები არიანო რომ იძახით, ამ გმირებს რატომ სცივათ, რატომ სწყურიათ და თქვენ რატომ იყიდეთ 547 ათასად სახლი?, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით უსმენენ.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, კორუფცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამარკო ნიშანია.

„რომ ამბობთ, რომ მაშველები გმირები არიანო, ბატონო ვახტანგ, ფარად რომ გამოიყენეთ მაშველები, ეს ხალხი იღებს ხელზე ათას ლარს, ოთხას ლარს ტოვებს სესხში და კიდევ მერე კომუნალურებს იხდიან... გმირები არიანო რომ იძახით, ამ გმირებს რატომ სცივათ, რატომ სწყურიათ და თქვენ რატომ იყიდეთ 547 ათასად სახლი? ნახევარ მილიონ ლარად როგორ მოახერხეთ? ვარკეთილში ცხოვრობდით პირველ მიკრორაიონში და წლებია კაცს აღარ უნახიხართ იქ, ბევრი ფული იშოვეთ და გაიქეცით აქედან. კორუფცია არის თქვენი სამარკო ნიშანი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, შოვის ტრაგედიაზე საუბრისას, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ტრაგედიის ზონაში რომ „ქართული ოცნების“ წევრების ოჯახის წვერები აღმოჩენილიყვნენ და სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილიყო, შს მინისტრს „ასე მგზნებარედ“ აღარ დაიცავდნენ.

„ძალიან მარტივი შეკითხვა მაქვს. ჯვარი სწერია, ყველა ადამიანის სიცოცხლე არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთი შეკითხვა დამებადა. თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი, შვილი, ძმა, რომ ყოფილიყო იმ ადგილას, იტყოდით, რომ ათი საათის შემდეგ რომ თქვეს, რომ „შეწყდა სამაშველო ოპერაცია და მაინც არავინ არ გადარჩებოდა ახლა იქ“, ასევე მგზნებარედ დაიცავდით შინაგან საქმეთა მინისტრად წოდებულ გომელაურს? თქვენი ოჯახის წევრი რომ ყოფილიყო იქ და 0,0001% რომ ყოფილიყო გადარჩენის შანსი და ოპერაცია შეწყვეტილიყო, იტყოდით, რომ ნორმალურია? ოთხის ათ წუთზე რომ შევიდა სამაშველოში ზარი და თქვენ იცოდით, რომ უმძიმესი ტრაგედია ხდებოდა. რამდენიმე საათის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო რატომ არ ჩაერთო სამაშველო ოპერაციაში. რატომ არ ჩაერთო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რამდენიმე საათში?“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის