ზურაბ აბაშიძე - „ნაციონალურ მოძრაობას” უნდა არეულობის გზით მოვიდნენ ქვეყნის სათავეში და უამრავი ადამიანი გააუბედურონ, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებს უპასუხა. მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, იყვნენ კორექტულები და ეცადონ ნაკლებად მიაყენონ ერთმანეთს შეურაცხყოფა.

„დღეს არ არის თბილისის საკრებულოში ერთ-ერთი საუკეთესო დღე. ყოფილა ვნებათა ღელვა, აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეს ესეც უნდა იყოს. პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ვართ და არ გვაქვს ერთიანი ღირებულებები და შეხედულებები ჩვენი ქვეყნის მომავალთან და ბედთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა ვიყოთ კორექტულები. რაც უფრო ახლოვდება საარჩევნო ციკლი და პერიოდი, მით უფრო გამძაფრდება ჩვენ ქვეყანაში ვითარება. ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნების გზით ვერ მოვლენ ხელისუფლებაში და რაც შეიძლება მეტი არეულობა უნდათ, რომ შედეგად მოვიდნენ ქვეყნის სათავეში და ეს ქვეყანა და გააუბედურონ უამრავი ადამიანი, როგორც ეს ხდება წლების განმავლობაში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ამ ოპოზიციას ამ დამოკიდებულებაზე საქართველოს მოქალაქეები პასუხს გასცემენ და არჩევნებზე კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, ცვლილებები კი ამ ქვეყანაში მხოლოდ არჩევნების გზით განხორციელდება.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის