თბილისის მერია - კოტეტიშვილის, ბესიკისა და ვაშლოვანის ქუჩებზე 23-24 სექტემბერს მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დაგეგმილი ვიდეოგადაღების გამო, 23-24 სექტემბერს ვახტანგ კოტეტიშვილის ქუჩაზე, ასევე, ვაშლოვანისა და ბესიკის ქუჩების ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვახტანგ კოტეტიშვილისა და ბესიკის ქუჩის ნაწილზე (დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და ბესიკის ქუჩის კვეთიდან ბესიკის ქუჩისა და კირილე უკლებას ქუჩის კვეთამდე) საგზაო მოძრაობა 23 სექტემბრის 00:06-დან 14:00 საათამდე შეიზღუდება. დანიელ ჭონქაძის ქუჩის, მთაწმინდის შესახვევისა და ბესიკის მოედნიდან კოტეტიშვილის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ კირილე უკლებას, ნიაღვრისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით. ბესიკის მოედნისა და მთაწმინდის ქუჩისკენ მიმავალი ტრანსპორტი კი ბესიკის გასასვლელისა და დიმიტრი ყიფიანის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

„ვაშლოვანის ქუჩაზე მოძრაობა 24 სექტემბრის 00:06-დან 18:00 საათამდე, პიერ კობახიძის ქუჩიდან ახვლედიანის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მერაბ კოსტავას ქუჩიდან გიორგი ახვლედიანის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ პიერ კობახიძისა და ია ეკალაძის ქუჩების გამოყენებით, ხოლო გიორგი ახვლედიანის ქუჩიდან მერაბ კოსტავას მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება რომან მიმინოშვილის ქუჩის საშუალებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას