ლევან ხაბეიშვილი - ტურებივით ჩასაფრება მოუწყვეს ირაკლი ეძგვერაძეს, ათობით ადამიანი დაესხა თავს - საკრებულოში, დღევანდელ ცხარე დებატებს მოჰყვა კალაძის გარემოცვის მხრიდან თავდასხმის ორგანიზება

თბილისის საკრებულოს წევრზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გარემოცვიდან ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ორგანიზება საკრებულოში დღევანდელ ცხარე დებატებს მოჰყვა.

„ტურებივით ჩასაფრება მოუწყვეს ირაკლი ეძგვერაძეს, ჩვენს თბილისის საკრებულოს წევრს და მის თანმხლებ პირს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ათობით ადამიანი დაესხა თავს ...

ფარცხალაძის, "ეფესბეს" აგენტების ხელისუფლება იქცევა ზუსტად პუტინის რეჟიმივით.

საკრებულოში, დღევანდელ ცხარე დებატებს მოჰყვა კალაძის გარემოცვის მხრიდან თავდასხმის ორგანიზება. რუსულ პარტიას, კოლექტიურ ფარცხალაძეებს და რუსეთის აგენტებს სხვა არაფერი დარჩათ გარდა იმისა, რომ ლაჩრულად გაუსწორდნენ მოწინააღმდეგეს... ყველას მოუწევს პასუხისგება”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

თბილისის საკრებულოში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“