გოჩა ენუქიძე - რასაც დღეს ვაკვირდებით, პოლიტიკური სპეკულაციების მდაბიო მცდელობა, უკიდურესად მიუღებელია

ჩვენ ყველას გვემახსოვრება ეს მოვლენა, რომელიც მოუშუშებელი ტკივილია. შეუძლებელია ამ შემთხვევას ვინმე გულგრილი დაეტოვებინა, განსაკუთრებით როდესაც ტრაგედია ბავშვების სიცოცხლეს ეხება. მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც აქაც კი პოლიტიკური აქცენტები გააკეთეს და დღევანდელი ინტერპელაციისას დასმული სკითხები ამის ნათელი მაგალითია , - განაცხადა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის და მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

მან მადლიერება გამოხატა ყველას მიმართ, ვინც იმ რთულ ვითარებაში თანადგომა გამოუცხადა რაჭასა და რაჭველებს.

„დღეს რაჭა მგლოვიარეა. სტიქიას უდიდესი ტრაგედია და დიდი ტკივილი ახლავს. ამ ვითარებაში საზოგადოება ერთიანდება და საქართველოში ამის არაერთი მაგალითი გვიხილავს. მაგრამ ის, რასაც დღეს ვაკვირდებით, პოლიტიკური სპეკულაციების მდაბიო მცდელობა, უკიდურესად მიუღებელია. მე იქ ვნახე დიდი პატრიოტიზმი და საქმის პროფესიონალების მუშაობა. 400 მაშველი 24 საათის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა, დღესაც აგრძელებს მუშაობას და სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ნაპოვნი არ იქნება ის ერთი ცხედარი.

მადლობა უნდა ვუთხრა ჩემს გუნდს, პირველი დღიდან რომ სულ იქ იყვნენ, ჯანდაცვის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, თითოეულ მაშველს, მექანიზატორს და არ შემიძლია კერძო სექტორი არ გამოვყო, რომელმაც ანაზღაურებაზე უარი თქვა და ისე მუშაობდა“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება