ვახტანგ გომელაური - 86 ახალი სახანძრო მანქანა ვიყიდეთ 10 წლის განმავლობაში, კიდევ ბევრია საყიდელი - 10-ზე უკვე შეკვეთაა მიცემული და იმედია, მალე ჩამოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში 86 ახალი სახანძრო მანქანაა შეძენილი.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 10-ზე უკვე შეკვეთა გაკეთებულია და იმედია, მალე ჩამოვა.

„გურიაში თურმე რომელიღაც სოფელში ერთი სახანძრო მანქანაა, რომელიც საერთოდ არ იყო, იქნებ მოიკითხოთ, 2012 წლამდე საერთოდ არსებობდა გურიაში? თვითონ ცენტრში, ერთი ჩოხატაურში იყო თუ არ ვცდები, ერთი მანქანა ჰყავდა მთელ გურიას. 86 ახალი სახანძრო მანქანა ვიყიდეთ ამ 10 წლის განმავლობაში. კიდევ ბევრია საყიდელი, ეს 86 მანქანა არანაირად არ უშველის და ათეულობით მანქანაზეა უკვე მოლაპარაკებები. 10-ზე უკვე შეკვეთაა მიცემული და იმედია, მალე ჩამოვა. კიდევ გვინდა დავამატოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ბოლო დროს მსოფლიოში ხანძრების რაოდენობის გამო, შარშანაც გვახსოვს საქართველოშიც“, - განაცხადა გომელაურმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის