გოგა ონიანი - ირაკლი ეძგვერაძეს და მის თანმხლებ რამდენიმე ადამიანს აქვთ ძალიან მძიმე დაზიანებები

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გოგა ონიანის განცხადებით, გლდანში ფიზიკური დაპირისპირებისას ზვიად კუპრავა, ბაჩო დოლიძე, ნიკა მელია და კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

როგორც ონიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „36 გრადუსი“ აღნიშნა, ირაკლი ეძგვერაძემ თავდამსხმელებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები ამოიცნო და მათი სახელი და გვარი დაასახელა.

„დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები არნახულად აგრესიულები იყვნენ. დაპირისპირება იყო ჩემთან, შემდეგ ირაკლი ეძგვერაძესთან. ამის შემდეგ, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხა 40-მდე ადამიანი თავის საცხოვრებელ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქვს ძალიან მძიმე დაზიანებები მას და მასთან მყოფ, რამდენიმე თანმხლებ ადამიანს. სანამ გერთვებოდით, ატყდა ჩხუბი, ისეთი აგრესიულები იყვნენ, რომ ვიფიქრე ისევ ის ადამიანები დაბრუნდნენ, თურმე პოლიციელები ყოფილან. დაუპირისპირდნენ ნიკა მელიას და შემდეგ დააკავეს. სამწუხაროდ, არცერთი თავდამსხმელი, რომელიც ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხა, დაკავებული არ არის. სამაგიეროდ, დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთი ლიდერი“, - განაცხადა ონიანმა.

მის თქმით, ირაკლი ეძგვერაძის მონახულებას გეგმავს და შემდეგ ნიკა მელიას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო