ლევან ბეჟაშვილი - გვინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებებს დაესწროს ადვოკატი და ამ დრომდე არ ეძლევა საშუალება

ყველამ ვნახეთ, რა მოხდა საკრებულოს სხდომაზე და საკრებულოს სხდომის ფაქტმა გაგრძელება ჰპოვა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ამით ის გამოეხმაურა თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტს.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ პოლიცია კრიმინალებს გაუსწორდეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს აკავებს.

"ჩვენი საკრებულოს წევრებს დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიცია ნაცვლად იმისა, რომ კრიმინალებს გაუსწორდეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს აკავებს აბსოლუტურად დაუმსახურებლად, მაშინ, როდესაც უნდა დაეკავებინათ ის კრიმინალური ჯგუფის წევრები, რომელთა სახელებიც ცნობილია.

ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება", პოლიცია თუ კრიმინალური სამყარო, ესენი არიან ერთიანი "ქართული ოცნების" ოლიგარქიული, კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლები და ერთმანეთის ხელის დაფარებით არიან დაკავებულები.

გვინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებებს დაესწროს ადვოკატი და ამ დრომდე არ ეძლევა საშუალება, რომ გარაჟის ჩხრეკაში, დათვალიერებაში მიიღოს მონაწილეობა", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო