სოფო ჯაფარიძე - შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთში - ეს არის ძალადობა განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო

ჩვენი დეპუტატი ცემა 50-მდე ადამიანმა იმიტომ, რომ მან ფარცხალაძე ახსენა საკრებულოს სხდომაზე, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

სოფო ჯაფარიძის თქმით, მომხდარი ფაქტი რუსული პოლიტიკის ნაწილია, რადგან დეპუტატი განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო სცემეს.

"შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთში. ჩვენს ქვეყანაში არის რუსული პოლიტიკა. ეს არის ძალადობა განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო ნებისმიერი ადამიანის მხრიდან. ჩვენი დეპუტატი ცემა 50-მდე ადამიანმა იმიტომ, რომ მან ფარცხალაძე ახსენა საკრებულოს სხდომაზე. ფარცხალაძის ხსენებაზეც კი ასე დევნიან მოქალაქეებს, წარმოუდგენელია. მოვიდნენ ბაჩო დოლიძე და ნიკა მელია და დააკავეს იმიტომ, რომ დაიცვეს ჩვენი თანამებრძოლი. ცოდოები არიან, ნუ დაამონეთ პოლიციელები. რასაც მე დღეს ვუყურე ამას რა ჰქვია არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის. ერთადერთი ამას ჰქვია რუსეთი, რომელიც ჩვენ უნდა დავამარცხოთ", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს