ირაკლი ბერაია - შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა როგორ მუშაობენ ერთი და იგივე ავანტიურისტები, ადამიანების უბედურებითა და ტრაგედიით მოსაზრდოვე სუბიექტები, საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ

„შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ერთი სამწუხარო რამ, როგორ მუშაობენ ერთი და იგივე ავანტიურისტები, ადამიანების უბედურებითა და ტრაგედიით მოსაზრდოვე სუბიექტები საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ. მაშინ როდესაც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა დაკარგული ადამიანების ძებნის სამუშაოები, როდესაც მთელი ქვეყანა გლოვობდა დაღუპულებს, ღებულობდა სამძიმრის წერილებს, როდესაც დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები განიცდიდნენ ენით აუწერელ ტკივილს, ამ დროს ეს სამარცხვინო რადიკალები, პოლიტიზირებული მედია და მათნაირი, არანაკლებ სამარცხვინო და პოლიტიზირებული ე.წ.ექსპერტები მიზანმიმართულად ახორციელებდნენ ფართომასშტაბიან დეზინფორმაციულ კამპანიას", - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის დროს.

როგორც მან აღნიშნა, ამ ყველაფრის მიზანი იყო ტრაგედიით გამოწვეული ემოციური ფონის კიდევ უფრო დამძიმება და ფსიქოლოგიური სტრესის გაზრდა, მორეაგირე ძალების დისკრედიტაციით საძიებო სამუშაოების ხელშეშლის მცდელობა, საზოგადოების ფრაგმენტაცია და ამ ყველაფრის ხელისუფლების წინააღმდეგ ვიწრო პარტიული მიზნებისთვის გამოყენება.

მისი თქმით, შოვში დატრიალებულმა ტრაგედიამ და დღევანდელმა ინტერპელაციამ კიდევ ერთხელ გამოკვეთილად დაანახა ყველას: თუ როგორი პროფესიონალიზმით და სიმამაცით მოქმედებდნენ მაშველები და სამხედროები, როგორ გამართულად და ეფექტიანად იმუშავა საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემამ და რაოდენ დიდი ძალისხმევაა გაწეული სტიქიის ზონაში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად და დაკარგული პირების საპოვნელად.

„კომპეტენტურმა უწყებამ გამოაქვეყნა წინასწარი დასკვნა და თქვა, რომ სამწუხაროდ, მისი სისწრაფით და მასშტაბებით, ეს იყო ადამიანების, ექსპერტების, კომპეტენტური სპეციალისტების შეფასების და პროგნოზირების შესაძლებლობების მიღმა განვითარებული მოვლენები, რამაც მოიტანა ეს უმძიმესი შედეგები.

რაც შეეხება რეაგირებას, რეაგირება იყო სრულმასშტაბიანი. კატასტროფის დადგომისთანავე მოქმედებაში იქნა მოყვანილი შესაბამისი რეაგირების გეგმები. ურთულეს პირობებში, სიცოცხლისთვის რისკის შემცველ პირობებში, მუშაობდნენ მაშველები და სამხედროები. ავიაციის, ღამის ხედვის, თუ სითბური ფუნქციის დრონების გამოყენებით მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები. სწორედ, ავიაციის მეშვეობით მოხერხდა სტიქიის ზონიდან ორი დღის განმავლობაში 140 ადამიანის გამოყვანა. ყველა ადამიანი, ვისი გადარჩენის მცირეოდენი შანსიც კი არსებობდა, გადარჩენილია. ადგილზე მუშაობდნენ კინოლოგები, მედიკოსები. რეაგირებაში ჩართული იყო 1000 მორეაგირე, საჭირო რაოდენობის და მახასიათებლების სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და საშუალებები", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი